ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთს, იაპონიასთან ურთიერთობის გაუარესების გამო, ნაჩუქარი ცხოველები უკან მიჰყავს

ჩინეთს, იაპონიასთან ურთიერთობის გაუარესების გამო, ნაჩუქარი ცხოველები უკან მიჰყავს

ამ კვი­რას ტო­კი­ოს უე­ნოს ზო­ო­პარკში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რათა და­ემ­შვი­დო­ბონ ორ გი­გან­ტურ პან­დას, რომ­ლებ­საც 27 იან­ვარს ჩი­ნეთ­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ.

“ხალ­ხი სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს იდგა რიგ­ში ტყუ­პი პან­დე­ბის - სიაო სი­ა­ო­სა და ლეი ლეის სა­ნა­ხა­ვად,“ - წერს BBC.

  • ისი­ნი ია­პო­ნი­ა­ში, ტო­კი­ოს ზო­ო­პარკში, 2021 წელს და­ი­ბად­ნენ, მაგ­რამ ჩი­ნე­თის სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, რად­გან ჩი­ნე­თი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს არა მხო­ლოდ ნა­ჩუ­ქარ პან­დებ­ზე, არა­მედ მათ შთა­მო­მავ­ლებ­ზეც.

1949 წლი­დან, ჩი­ნე­თი კე­თი­ლი ნე­ბის ჟეს­ტად პან­დებს სხვა ქვეყ­ნებს ჩუქ­ნის. სა­ნაც­ვლოდ, მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნე­ბი პან­დე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წყვი­ლის­თვის წლი­ურ გა­და­სა­ხადს და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დი­ან. ტო­კი­ოს მთავ­რო­ბამ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვა ამ პან­დე­ბის ნაც­ვლად მათ­თვის ახა­ლი წყვი­ლი გა­ეგ­ზავ­ნათ, თუმ­ცა პე­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი გეგ­მე­ბი არ აქვს.

პან­დებს ჩი­ნეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, სა­დაც ისი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად კა­რან­ტინ­ში იქ­ნე­ბი­ან, შემ­დეგ კი სი­ჩუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში პან­დე­ბის კვლე­ვი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის ცენ­ტრში თა­ვი­ანთ ოჯახს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

  • დარ­ჩე­ბა თუ არა ია­პო­ნია პან­დე­ბის გა­რე­შე?

პირ­ვე­ლი პან­დე­ბი ია­პო­ნი­ას 1972 წელს აჩუ­ქეს, რო­დე­საც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნორ­მა­ლიზ­და. დღეს, 50 წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ია­პო­ნი­ას პან­დე­ბი აღარ ეყო­ლე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ამის მი­ზე­ზი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

ცოტა ხნის წინ ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ნაე ტა­კა­ი­ჩიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ია­პო­ნი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ჩა­ე­რე­ვი­ან, თუ ჩი­ნე­თი ტა­ი­ვანს და­ეს­ხმე­ბა თავს. პე­კი­ნი თვით­მმარ­თველ კუნ­ძულს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს და არ გა­მო­რი­ცხავს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას "გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ჩი­ნეთ­მა გა­ამ­კაც­რა შე­ზღუდ­ვე­ბი ია­პო­ნი­ა­ში იშ­ვი­ათ­მი­წა ლი­თო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ექ­სპორტზე და შე­ა­ჩე­რა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი.

პე­კინ­მა თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ია­პო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ია­პო­ნი­ის ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის თქმით, გა­სულ თვე­ში ია­პო­ნი­ა­ში ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის გა­ნა­ხევ­რდა.

"ჩვენ მათ და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად მო­ვე­დით. ისი­ნი არა მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, არა­მედ ჭკვი­ა­ნე­ბიც არი­ან. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბი­ან", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მას­თან ზო­ო­პარკში მი­სუ­ლი ოჯა­ხი.

"პან­დებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბის­თვის“ 4400 ბი­ლე­თი იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მთავ­რო­ბის ცნო­ბით, შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 108 000 ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა.

ზო­ო­პარ­კის ზო­გი­ერ­თი ვი­ზი­ტო­რი მათ თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა.

ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გეგ­მა­ვენ, პან­დე­ბის სახ­ლის ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რო­გო­რიც არის და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ბი­ნად­რე­ბი მათ­თან მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

წყა­რო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.