ჩინეთი არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში - ჩინეთის ელჩი „რუსულ კანონზე“
ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, ამის შესახებ ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა ე.წ. „რუსული კანონის“ შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქართულმა მხარემ მიიღო და ქვეყნის შიდა პოლიტიკაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, არ ერევა შიდა პოლიტიკაში და ასე კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას პატივს. ის, რომ ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.