“ჩინური პორტის მშენებლობის გეგმები ყოფილი საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკაში არეულობას იწვევს” – ამ სათაურით The New York Times-ი სტატიას აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
წელიწადზე მეტია, პროდასავლური საპროტესტო მარშის მონაწილეები საქართველოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, თავიანთ მთავრობას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის მოსკოვს ნებას რთავს ქვეყანაზე კონტროლი აღადგინოს. მაგრამ, 3,6 მილიონიან ქვეყანაში მოგზაურობისას ნათელი ხდება კიდევ ერთი ამბიციური ძალის გავლენა. ბოლო წლებში ჩინეთმა რეგიონში თავისი საქმიანობა გააძლიერა, ინფრასტრუქტურის აშენებითა და სავაჭრო მარშრუტების გაფართოებით, რითაც იმედოვნებს, რომ მის ეკონომიკას გააძლიერებს“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიის ავტორი ივან ნეჩეპურენკო წერს, რომ საქართველოს ჩრდილოეთით, ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-ს 5,5 მილის სიგრძის გვირაბი გაჰყავს, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გააფართოოს.
ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-ს 5,5 მილის სიგრძის გვირაბი გაჰყავს, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გააფართოოს. ქვეყნის დასავლეთში მზადება კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, China Communications Construction Company-სთვის მიმდინარეობს, რათა შავ ზღვაზე საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ააშენოს, პეკინის „სარტყელი და გზის“ ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო ინიციატივის ფარგლებში“, – აღნიშნავს ავტორი.
The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის პორტს სახელი არ აქვს, თუმცა ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ დებატების საკითხია “რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენა და ქვეყნის კურსის დასავლეთიდან შემობრუნება”.
სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ პროექტი ჩამოართვეს ქართულ, ევროპულ და ამერიკულ კომპანიების ჯგუფს – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ – და საბოლოოდ გასული წლის მაისში ჩინურ კომპანიას დაპირდნენ. გასული წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პორტის პროექტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის „შეუთავსებელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში“ გაწევრიანების სურვილთან…
ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პორტის გარშემო შექმნილი ვითარებით ცხადი ხდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის რეგიონში მეტოქეობა იზრდება, თუმცა “რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება საქართველოსთვის, შეიძლება პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი გახდეს”.
ჩინეთისთვის პორტი კავკასიაში კარიბჭე გახდება, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს „შუა დერეფნის“ მეშვეობით. ეს საშუალებას მისცემს ჩინურ კომპანიებს თავიანთი საქონელი ჩინეთიდან რკინიგზით ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით ევროპაში გადაიტანონ. რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება, შეიძლება პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი გახდეს. პორტის გარშემო ვითარება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იზრდება რეგიონში მეტოქეობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ეს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს ითრევს“, – ნათქვამია სტატიაში.
