“ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – სამადაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე

ლელოს წევრი, აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა, მხარს არ დაუჭერენ, რადგან ის ფორმა, რითაც ისაა წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის სახიფათოა.
“ეს ამნისტია წარმოდგენილი ფორმით არის სახიფათო საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გულისხმობს საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანების ამნისტირებას და ასევე, პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია ჩვენ ბლანკეტური ამნისტია სამოხელეო დანაშაულის და ფაქტობრივად კორუფციის, იმ პირობებში, როდესაც ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კორუფცია.
ამიტომ, აღნიშნულის სახით წარმოდგენილ ამნისტიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რაც არის წარმოდგენილი, ამას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება”, – ამბობს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ