რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს უფლის ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს უფლის ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.
“აღდგომა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, რადგან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიასა და მრევლს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, მშვიდობა და სიხარული მის ყოველ მკვიდრს.ქრისტე აღდგა!”, – წერია განცხადებაში.