ჩეხეთში დიმიტრი – არზაყან ემხუარის მემორიალური დაფა გაიხსნა

ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დელეგაციის სხვა წვრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ში გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1923-1939 წლებში ჩეხეთში ემიგრაციაში მყოფი, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მემორიალური დაფა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეა მაისურაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კონსული ჩეხეთის რესპუბლიკაში ნანა ჩაბრავა და საელჩოს სხვა წარმომადგენელი.
ცერემონიას ესწრებოდნენ ჩეხეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ჩეხი მეგობრები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დიმიტრი ემუხვარის მემორიალის იდეის განხორციელების საქმეში.
ქართულ-ჩეხური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ ვლადიმირ კრიზს, ჯოზეფ ჩერმაკს, მიხაილ ვენეჩეკს, ლუკაშ ბაბკას, ვლასტა მესტანკოვას, პაატა ბოკერიას, თეა მაისურაძეს და ნანა ჩაბრავას.
საქართველოს საელჩოში ასევე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება: „ავტონომიური აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ორივე ბრალდებულმა 13 წლის გოგონას დედამ და ბიძამ აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩაიდინეს დანაშაულები – ბიძა წარსულში ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით იყო ნასამართლევი და სასამართლომ ეს გარემოებაც გაიზიარა

თინა ბოკუჩავა – ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ – იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს

თამარ კორძაია ოხანაშვილს – თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია “სპუტნიკზე“ არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ