თამარ კორძაია ოხანაშვილს – თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია “სპუტნიკზე“ არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ

თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია საშუალება “სპუტნიკზე“ ის არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ! – ასე მიმართა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მომხსენებელს ანრი ოხანაშვოლს და შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.
“radiotavisupleba.ge არის ქართული დომენი. sputnik-georgia.com არ არის ქართული დომენი. ეს კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია საშუალება “სპუტნიკზე“ ის არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ! თქვენ ჩემს კითხვას პასუხი იმიტომ არ გაეცით, რომ გამომჟრავნდება, რომ რუსულ მედიასაშუალებებს იცავთ, მაგრამ დემოკრატიულ მედია საშუალებებს ქვეყნიდან აძევებთ“, – განაცხადა კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტში მეორე მოსმენით – მუხლობრივად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ