ჩერგოლეიშვილი ბუღაძეს: მართალია, მე თქვენ მძულხართ… მე თქვენ გაჩვენებთ ცოლ-ქმრის პარტიას

“ოლიგარქიული სისტემის ყველა მოსამსახურეს, მნიშვნელობა არ აქვს ლაშა ბუღაძეა, თუ მაგდა ანიკაშვილი, ვთხოვ ყურადღება მიაპყროს ევროპული საქართველოს კონფერენციას 🙂
აქ ის ხალხია “ვინც არ მძულს”
ეს ხალხი თქვენთვის არავინ და არაფერია, იმიტომ რომ თქვენთვის ყველა და ყველაფერი საკუთარი თავი და ისაა ვინც პირში ლუკმას გიდებთ, როგორც გაწრთვნილ სელაპს.
მართალია, მე თქვენ მძულხართ.
მძულხართ სისტემურად და არა პერსონალურად (პერსონალურად მკიდიხართ).
მაგრამ თქვენ უმცირესობა ხართ, რომელიც ოლიგარქიის ინტერესებს იცავთ კბილებით.
უმრავლესობა თქვენს შეფასებაში ჩემკენაა და ჩვენს ხმას გაიგებს ეს ხალხი ადრე თუ გვიან, როცა ოლიგარქიის აშენებულ კედლებს გავარღვევთ.
თუ ამ ქვეყანას წინსვლა უწერია, ჩვენ თქვენს სისტემას ჩამოვანგრევთ
და ნანგრევებში მოვაყოლებთ თქვენს რეპუტაციას.
ეს ზუსტად ისე აგიხდებათ, როგორც სხვა პროგნოზები ახდა 🙂
(მე თქვენ გაჩვენებთ ცოლ-ქმრის პარტიას).” – ასე ეხმაურება  “ტაბულას” დამფუძნებელი, , ლაშა ბუღაძის წერილს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა

სიმონ ჯანაშია: თექვსმეტი წელი აშენა ავტორიტარული სისტემა ორბანმა უნგრეთში და საზღვარგარეთ. დაიმორჩილა სასამართლო, ხელში ჩაიგდო მედია, დაერია უნივერსიტეტებს, გაამდიდრა ერთგული ბიზნესმენები, გამოიგონა გარეშე მტრები და …