არქივი16 ოქტომბერი, 2024, 22:36
„ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ ილოცეთ ანასთვის, ანა გადამირჩინეთ"

14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა, მისი მეგობარი ანა ქართლელიშვილი, კი საავადმყოფოში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.
ელენე მეგრელიშვილის დედა ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სთხოვს ანასთვის ილოცონ.
„ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ ილოცეთ Anna – სთვის 🙏🙏🙏 ანა გადამირჩინეთ 🙏 დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში. ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან ❤️“, – წერს ნინო ერემაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.