ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩემს შვილთან ერთად ახლა მეც საბრალდებო სკამზე ვზივარ, ასე რომ შევაყვარე საქართველო”

“ჩემს შვილთან ერთად ახლა მეც საბრალდებო სკამზე ვზივარ, ასე რომ შევაყვარე საქართველო”
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: 
“ჩემს შვილთან ერთად ახლა მეც საბრალდებო სკამზე ვზივარ, ასე რომ შევაყვარე საქართველო”
მეუბნება თედო აბრამოვის დედა.
30 წლის წინ, ემიგრაციაში წასულმა ქალმა შვილები საბერძნეთში გააჩინა, მაგრამ ორივე შვილმა იცის ქართული. “ამაყობდნენ ქართველობით” მეუბნება ქალბატონი ლელა, თან ტირის.
“თედოს ბოქსის მწრთვნელის ფული რომ გადაეხადა მიმტანად მუშაობდა აქ, საბერძნეთში.
როცა თავისუფალი დრო ჰქონდა სულ ჩამოდიოდა ბაბოსთან, რომელმაც გაზარდა. ახლაც 6 დღით იყო ჩამოსული და ჩემი წვალებით გაზრდილი შვილი გაწირეს” მეუბნება სატელეფონო საუბარში.
(შვილის პროცესებზე ვერ ჩამოდის საქართველოში, რაც უფრო სევდიანს ხდის ამბავს) .
სასამართლოს ეზოში ვართ. ყველა ადრე მოვედით. სტუდენტები ამბობენ რომ არ ძინებიათ. არ ეძინა თედოს დედასაც. “მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. იქნებ მოხდეს სასწაული”
ველოდებით განაჩენს, რომელიც ქოცების პირობებშიც კი, უნდა იყოს თედოს თავისუფლება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.