ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი ქამბექების საღამო – პსჟ და “დორტმუნდი” ნახევარფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.
პსჟ-მა სახლში 2:3 წაგების შემდეგ გასვლაზე „ბარსელონას“ 4:1 სძლია. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლები რაფინიამ დააწინაურა. ცოტა ხანში კატალონიური გუნდის მცველი არაუხო ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, დემბელემ კი ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ვიტინიამ შორიდან დარტყმით პარიზელები წინ გაიყვანა. მერე დემბელეს მოპოვებული პენალტით ტერ შტეგენის კარი მბაპემ დალაშქრა. ბოლოს კილიანმა დუბლი შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდი ნახევარფინალში გავიდა.
მადრიდში 1:2 დამარცხებულმა „დორტმუნდმა“ „ატლეტიკოს“ საკუთარ მოედანზე. 4:2 მოუგო. “დორტმუნდმა“ პირველ ტიმში მოახერხა
2:0 დაწინაურება, თუმცა შესვენების შემდეგ ჰუმელსმა და კორეამ გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა. ისევ შეუტიეს მასპინძლებმა და ობლაკს ფიულკრუგმა და ზაბიტცერმა გაუტანეს და „ბორუსიამ“ 1/2-ფინალში გააღწია.
ბარსელონა – პსჟ 1:4
გოლები: 1:0 რაფინია (12), 1:1 დემბელე (40), 1:2 ვიტინია (54), 1:3 მბაპე (61, პენ), 1:4 მბაპე (89)
გაძევება: არაუხო (29, ბარსელონა)
დორტმუნდი – ატლეტიკო 4:2
გოლები: 1:0 ბრანდტი (34), 2:0 მატსენი (39), 2:1 ჰუმელსი (49), 2:2 კორეა (64), 3:2 ფიულკრუგი (71), 4:2 ზაბიტცერი (74)
. “ბარსელონა” ზედიზედ მეხუთე სეზონში ვერ გავიდა ნახევარფინალში.
. დემბელემ „პარი სენ ჟერმენში“ 36 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა – აქედან 2 „ბარსას“ კარში.