მოულოდნელი უარი – რაგნიკი “ბაიერნს” აღარ ჩაიბარებს

რალფ რაგნიკი მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი აღარ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ გერმანელი სპეციალისტის დანიშვნა “რეკორდმაისტერში” გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს ამბავი არ დადასტურდა.
წყაროს ცნობით, რაგნიკი ამჟამად მთლიანად ევრო 2024-სა და ავსტრიის ნაკრებზეა კონცენტრირებული, რის გამოც “ბაიერნის” გაწვრთნაზე უარი განაცხადა.