არქივი9 აგვისტო, 2024, 23:52
„ჩემი სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“ - ბრაზილიის პრეზიდენტის ცნობით, ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სან-პაულუს შტატში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა.
„ძალიან სამწუხარო ამბავი. ჩემი სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, - აღნიშნა ლულა და სილვამ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.