“ჩემი ამბიცია ესაა” – გვარამია

“მე დიდი გაერთიანების მომხრე ვარ, რეზერვაციები საერთოდ არ არ მაქვს ამ მიმართულებით. მე ნებისმიერი ჩემი ამბიციის დათმობისთვის ვარ მზად. ჩემი ამბიცია არის, რომ ჩემს სახელს დაუკავშირდეს ერთიანობა და ცვლილებები. ეს ამბიცია მაქვს. პრემიერმინისტრი გავხდე, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ეს ამბიცია მე არ მაქვს. შეიძლება ეს უფრო დიდი ამბიციაა და უფრო თავხედი ვარ, მაგრამ მე ეს მაინტერესებს. ის ვინც ალბათობა მაინც არსებობს, რომ ს ტროლია, გამორიცხულია [ჩვენთან იყოს]. ფილტრი უნდა დავაყენოთ, რომ ვინმე არ შემოიპაროს. შეიძლება რა მოხდეს, იცით, ვიღაც გაიყვანო პარლამენტში შენი სიით და ის აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ხმების შემვსები. ეს არ უნდა მოხდეს, როგორც პარტიის შემთხვევაში, ისე ინდივიდების შემთხვევაში. ფრთხილად უნდა იყო ამ თვალსაზრისით.
ჩემთვის მთავარი ამბავია რომ სანდო ძალასთან მქონდეს საქმე, პროდასავლურ და ბრძოლისუნარიან ძალასთან. მე “ლელოს” ვსიმპატიზირებ, “გირჩი-დროას” ვსიმპატიზირებ, ცალკეულ ადამიანებს, მაგალითად ნინო ლომჯარიას ვსიმპატიზირებ, გიორგი ქადაგიძეს ვსიმპატიზირებ. მინდა ბოლო-ბოლო გადაწყვიტოს ზოგიერთმა მსხვილმა ფიგურამ პოლიტიკაში შემოსვლა – ვიცი, სურვილი არის, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის. ასე არასოდეს არაფერი გამოვა. რაღაც თვალსაზრისით თვალები უნდა დახუჭო და წინ ნაბიჯი გადადგა. ბოლომდე ურისკო ეგეთი გადაწყვეტილებები ვერ იქნება. სიახლეები მხოლოდ ასე იწყება”

ასევე დაგაინტერესებთ