დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა შეაგინა მოქალაქეს, რომელმაც „მონა“ დაუძახა (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა ალუდა ღუდუშაურმა შეაგინა მოქალაქეს, რომელმაც „მონა“ დაუძახა.
ღუდუშაური ქუჩაში, ჟურნალისტებთან საუბრობდა, რა დროსაც გამვლელმა მას „მონა“ დაუძახა. ღუდუშაურმა ინტერვიუ შეწვიტა და მოქალაქისკენ წავიდა.
„მოდი აქა, მოდი, მოდი აქა, მოდი… მოდი შე ჩმორო, შენ, შენი დედა შე***ი,“ დაუძახა მან მოქალაქეს, თუმცა მალევე დაუბრუნდა ინტერვიუს.
ერთ-ერთია უმრავლესობის იმ 83 დეპუტატიდან, რომელმაც საქართველოში რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 2 მაისს გამართულ მეორე მოსმენაზეც.
რამდენიმე თვის წინ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ანა წითლიძე სექსისტური ფრაზებით მოიხსენია.
„ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. არ გეტყვი იმას … იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა. დაწყნარდი ეხლა, წადი ეხლა აქედან, რა, წადი, შე ბანძო, გაიარე, რა … ფარჩაკი, ბანძი,“ ასე მიმართა მან წითლიძეს პლენარული სხდომის დროს.
ანტიდასავლური პოლიტიკის მომხრე დეპუტატის ორივე შვილი ამერიკულ შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკშია ა დაბადებული: -ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ ადამიანს ავტომატურად ენიჭება აშშ-ის მოქალაქის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღუდუშაურის შვილებიც დაბადებით ამერიკის მოქალაქეები არიან.
ღუდუშაურის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ის მოცემულ პერიოდში აშშ-ში არც საქმიანობდა და არც სასწავლებლად იყო წასული. 2014-2020 წლებში ღუდუშაური შპს “კიკის” იურისტად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ს მოქალაქეა. ასევე იყო საქართველოში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის – “ჯეო კონსალტინგის” დირექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება