ხვიჩას გარეშე – “ნაპოლიმ” “უდინეზესთან” გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც ტრავმირებული ვერ დაეხმარა, გასვლაზე „უდინეზესთან“ ფრეს დასჯერდა – 1:1.
პირველ ტაიმში თამაში დიდი ვერაფერი სანახავი იყო, სტუმრები ოლივეირას ძალისხმევით მარცხენა ფლანგიდან ცდილობდნენ სახიფათოდ შეტევას, სადაც მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პოზიციაზე ლინდსტრიომი დააყენა. მხოლოდ ცდილობდნენ და 45 წუთი მომენტის გარეშე გაილია.
შესვენების შემდეგ ნეაპოლური გუნდი გააქტიურდა და ოსიმენმა თავურით დააწინაურა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-15 გოლი გაიტანა და ბონუსის სახით 125 000 ევროს მიიღებს. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მეკარე მერეტმა ორჯერ გადაარჩინა „ნაპოლი“. მე-80 წუთზე ოსიმენის
გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო კომპენსირებულ დროში საკსესმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ დასრულდა.
„ნაპოლი“ 51 ქულით მერვე ადგილზეა და 11 მაისს „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
უდინეზე – ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ოსიმენი (51), 1:1 საკსესი (90+2)