ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კვარაცხელიას “უდინეზესთან” მატჩში

სერია A-ს 35-ე ტურში “ნაპოლი”, რომელსაც ტრავმირებული ვერ დაეხმარება, გასვლაზე “უდინეზეს” დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა ნეაპოლური გუნდის ძირითადი შემადგენლობა. მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასტარტოში კვარაცხელიას ნაცვლად იესპერ ლინდსტრიომი დააყენა.
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, ლინდსტრიომი, პოლიტანო, ოსიმენი.
მატჩი “დაჩია არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.