შოიგუ ადასტურებს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველა მეთაურის შეცვლას

სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურად დაინიშნა ადმირალი ალექსანდრე მოისეევი, რომელიც მანამდე ჩრდილოეთის ფლოტს ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის ვაკანტური ადგილი კი ვიცე-ადმირალმა კონსტანტინე კაბანცოვმა დაიკავა. შავი ზღვის ფლოტის სარდლად კი ფლოტის შტაბის ყოფილი უფროსი, ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი დაინიშნა.
ზოგიერთი ამ ცვლილების შესახებ უკვე წერდნენ რუსი სამხედრო ბლოგერები და ჟურნალისტები. 2 აპრილს კი შესაბამისი ცვლილებების შესახებ ხელმოწერილ პრეზიდენტ ს განკარგულებებზე, სამხედრო უწყების თანახმად, ს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სელექტორულ თათბირზე გამოაცხადა.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ცვლილებები ხდება სთან ომში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარუმატებლობის ფონზე.

რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლიდან გაჩაღებული ომის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ფლოტის ფლაგმან, კრეისერ „მოსკვის“, უახლესი კლასის კორვეტ „სერგეი კოტოვის“, დიდი სადესანტო გემების „სარატოვის, „ნოვოჩერკასკის“, „ცეზარ კუნიკოვის და ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღის ჩაძირვა. უკრაინამ რამდენჯერმე წარმატებით შეუტია შავი ფლოტის სახმელეთო ობიექტებს, მათ შორის საშტაბო და მართვის შენობებს.
უკრაინა ძირითადად საზღვაო დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით აწარმოებს იერიშებს მოწინააღმდეგის ზურგში.მოსალოდნელი იერიშების შიშით რუსეთის გემების უმეტესობამ დატოვა სევასტოპოლის ბაზა და ნოვოროსიისკში გადავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ