შოთა დიღმელაშვილი: მოსახლეობამ კრიპტომომპოვებელთა მოგება იძულებით ასუბსიდირა, სანაცვლოდ კი მიიღებს არაფერს გაზრდილი გადასახადების გარდა

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი:
ვრცელდება სიახლე, რომ კობახიძის ინიციატივით, ენერგეტიკის დარგში კომპანიებს 1 მილიარდის დავალიანება ეპატიებათ.
მათ შორის სავარაუდოდ ბევრი ისეთი კომპანიაა, რომლებიც კრიპტოს მაინინგში არის ჩართული, რადგან ენერგეტიკული მოთხოვნილებების გამო მაინერები ან თავად ხდებოდნენ სექტორის მოთამაშეები, ან არსებულებთან შეღავათიან ფორმატებზე თამხმდებოდნენ.
მაინინგის გამო ენერგიაზე დრამატულად გაზრდილი მოთხოვნის ფასს აქამდე მთელი მოსახლეობა იხდიდა. გამოდის, კაპიტალი მიედინებოდა თითოეული ოჯახიდან – მაინერების ჯიბეში.
ახლა ვიგებთ, კრიპტობაზრის ფლუქტუაციის ან სხვა მიზეზთა გამო საბიუჯეტო დავალიანება რომ დაგროვდა, ეგეც უქმდება.
მოსახლეობამ კრიპტომომპოვებელთა მოგება იძულებით ასუბსიდირა, სანაცვლოდ კი მიიღებს არაფერს გაზრდილი გადასახადების გარდა.
ბიტკოინის ფასი დავარდა აგერ რამდენიმე კვირაა და კი, ზუსტად მაგის ამოღებას აპირებენ ქოცები:) – ერთ-ერთი კომენმტარი.
 ცნობისათვის,  აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორში ჩართულ კომპანიებს დაგროვილი, ჯამში, ერთი მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოეწერება, – იმ დათქმით, რომ საქმეს „სერიოზულად მოეკიდებიან“ და ვადებს არ დაარღვევენ, თუ არადა „ნაპატიები ჯარიმებიც აღუდგებათ“.
„ენერგეტიკის სექტორში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია“, – განაცხადა დღეს, 10 დეკემბერს ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.