ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვეიცარიაში $97 მილიონის ოქრო გავიდა - ძვირფასი ლითონიდან საექსპორტო შემოსავალი მზარდია

შვეიცარიაში $97 მილიონის ოქრო გავიდა - ძვირფასი ლითონიდან საექსპორტო შემოსავალი მზარდია

გლობალურად ოქროს ფასის ზრდის ფონზე, საქართველოს ძვირფასი ლითონის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ექსპორტზე 104.7 მლნ დოლარის 2.67 ტონა ოქრო გავიდა, რაც ღირებულებით 18%-ით მეტია 2023 წლის მონაცემზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შედარებით მეტი მოცულობის, 2.72 ტონა ოქროში 88.8 მლნ დოლარი მივიღეთ, რაც ოქროს საექსპორტო ფასის ზრდაზე მიანიშნებს.

საქართველოსთვის დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით ოქროს გასაღების მთავარი ბაზარი შვეიცარიაა. საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - $96.9 მლნ/2.5 ტონა
  • თურქეთი - $6.5 მლნ/0.13 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.4 მლნ/0.03 ტონა

2025 წლის იანვარ-თებერვალში კი ექსპორტზე 0.48 ტონა, 19.8 მლნ დოლარის ოქრო გავიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 0.44 ტონა და 14 მლნ დოლარი იყო. მიმდინარე წელსაც ყველაზე მეტი ოქრო, მთლიანი მოცულობის 90%-ზე მეტი, შვეიცარიაში გაიყიდა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.