“შეუდარებელი” – თიკა ფაცაცია შავ კაბაში იდეალურად გამოიყურება – Marao

“შეუდარებელი” – თიკა ფაცაცია შავ კაბაში იდეალურად გამოიყურება – Marao
თიკა ფაცაციას ბიოგრაფია
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და –ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს “ევროვიზია 2008″–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ “ევროვიზია 2009″–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ “ევროვიზიაზე” წარსადგენად “სტეფანე და სამი გოგო” აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას ქმარი
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
თიკა ფაცაციას ოჯახი
თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული.
ამჯერად თიკამ გადაცემაში ,,გვაჩვენე შენი ხმა” საოცარ შავ კაბაში პოზირებს. ტელეწამყვანი როგორც ყოველთვის შეუდარებელ ფორმაშია და ბევრ დადებით კომენტარს იმსახურებს.

ასევე დაგაინტერესებთ