შემოსავლების სამსახურის მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახურის მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადების გადახდის სავადო თარიღია.
ამასთან, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილი -2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოახლოებული სავადო თარიღები და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დროულად წარადგინოთ დეკლარაცია, ასევე გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
ვიდეო სახელმძღვანელოები:
https://www.rs.ge/VideoInstructions
მიკრო ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:

YouTube player

მცირე ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:

YouTube player

ინსტრუქცია – საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის (2023 წელი)

YouTube player

ინსტრუქცია – საგადასახადო ვალდებულება (საშემოსავლოს ნაწილში) არამეწარმე ფ/პ-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას (2023 წელი)

YouTube player

ფიზიკური პირის მიერ, საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:

YouTube player

გზამკვლევები:
https://rs.ge/brochures
ხშირად დასმული კითხვები:
ფიზიკური პირებისთვის:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1
იურიდიული პირებისთვის:
https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1
გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ