ლევან ღამბაშიძე: და ეს ბრძოლა ამ ჯერზე ქაქუცას შთამომავლებმა უნდა მოვიგოთ. სახელოვნად

“საქართველოს ოკუპაცია 1921 წლით არ დამთავრებულა. 1924 წელიც იყო.
კი, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი გმართავს ბრძოლა სხვადასხვა ფორმებს იძენს.
ოცნებას ჰგონია ამ კანონს თუ “ჭკვიანური” სვლებით მიიღებს იქ რამე მთავრდება? სინამდვილეში ოცნება ოფიციალურად ფორმდება საოკუპაციო რუსულ რეჟიმად, რომელმაც გააუქმა ქვეყნის კონსტიტუცია, შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, გარიგებაზე წავიდა ქვეყნის ისტორიულ მტერთან და უარყო ქართველი ხალხის ნება.
მსოფლიო ისტორიის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად რა ემართება ხოლმე ასეთ მთავრობას ერთიანად და მის წევრებს ცალცალკე. საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ამბების გახსენებაც საკმარისია.
კი, დღეს საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის და სერგო ორჯონიკიძის უკანასკნელ შთამომავლებს შორის დაიწყო ბრძოლა.
და ეს ბრძოლა ამ ჯერზე ქაქუცას შთამომავლებმა უნდა მოვიგოთ. სახელოვნად,”- წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშძე.

ასევე დაგაინტერესებთ