არქივი2 თებერვალი, 2025, 15:55
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა, ლევან გობეჩიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გობეჩია Facebook-ზე წერს.
გობეჩია გადადგომის მიზეზებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
"დასრულდა 18-წლიანი ეპოპეა. წინ დიდი გამარჯვებებია!" - დაწერა მან და პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.