შაჰინი რუსულ კანონზე: საქართველოში NDI და IRI ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას
სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების გამო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი (IRI) მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. შაჰინის განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.
სენატორის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, "რეალურად არის შექმნილი იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა".
"ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,"- აღნიშნავს შაჰინი.
სენატორის თქმითვე, კანონის მიღებას "შედეგები მოჰყვება".
"გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, მათ "ქართულ ოცნებას", რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება"- აღნიშნავს შაჰინი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.