შარლ მიშელი რუსულ კანონზე: პირდაპირ ვიტყვი, ის დააშორებს საქართველოს EU-ს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კანონპროექტი შესაბამისობაში არაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და მისი მიღება დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან:
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი გასულ დეკემბერს.
ნება მომეცით პირდაპირ ვთქვა, კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის შესაბამისობაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებასთან და მისი გაწევრიანების ტრაექტორიასთან. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირს, დაახლოების ნაცვლად“ — წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
The Georgian people have chosen the European path and in response, the European Council granted #Georgia the candidate status last December. Let me be clear: the draft Law on Transparency of Foreign Influence is not consistent with Georgia’s EU aspiration and its accession… — Charles Michel (@CharlesMichel) April 16, 2024