“ხელახლა დამშვიდებით ვუყურე ივანიშვილის გამოსვლას და შევეცდები გასაგებ ენაზე “ვთარგმნო” რა რას ნიშნავს”

“ხელახლა დამშვიდებით ვუყურე ივანიშვილის გამოსვლას და შევეცდები გასაგებ ენაზე “ვთარგმნო” რა რას ნიშნავს:
1. “არჩევნების შემდეგ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას”.
მე ნუ დამიჯერებთ, დაგუგლეთ რას ნიშნავს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”, ამოიღეთ ნებისმიერი ქოცის ნებისმიერი გამოსვლა. თქვენ ნახავთ, რომ ეს ნიშნავს ყველა ადამიანს, ვინც მათ არ ეთანხმება. ანუ, ენჯეოები, ოპოზიციური პარტიები, უნივერსიტეტები უნდა აღიგავონ პირისაგან მიწისა. ფასადზე უნდა დარჩნენ ფრიდონ ინჯიები, როგორც რუსეთში ჟირინოვსკის და ზიუგანოვის პარტიები;
2. 2004 წელს დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაში დაგვისვა აგენტურა, მერე 2008 წელს გვაომა რუსეთთან, მერე აომა 2014 და 2022 წლებში; ახლა, ეს პროტესტები და ოპოზიციაც დასავლურ აგენტურას წარმოადგენენო.
ასეთი პასაჟები, აქამდე, ყველაზე ოდიოზურ მდინარაძესა და საც არ ჰქონიათ, ამსიშორეს არ წასულან. საერთოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არც ერთ ლიდერს არ ჰქონია. შევარდნაძემ 1994 წელს დსთ-ში შეგვიყვანა, მაგრამ მასაც არ უთქვამს ასეთები.
უყურეთ პუტინისა და ლავროვის გამოსვლებს 2008 წლის აგვისტოს ომზე, უკრაინაში შეჭრის წინ პუტინის საათიან ლექციას, ს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებს თბილისურ პროტესტებზე. ივანიშვილის და მათი მესიჯები ზედმიწევნით იდენტურია. გამოსვლის ყურებისას თვალებზე დააკვირდით, მარჯვნივ და მარცხნივ უდევს ტექსტი და კითხულობს (თან, გამართულად ვერ კითხულობს). ძალიან მკაფიო უნდა ყოფილიყო, მოსკოვს სრულ ერთგულებას უმტკიცებს.
ეს მხოლოდ მოსკოვისთვის ერგულების დამტკიცებაა თუ თვითონაც გარეკა – არ ვიცი. შეიძლება შვეიცარიაში 400 მილიონის დაბლოკვამ გაარეკინა, შეიძლება შათირიშვილებთან ინტელექტუალურმა საუბრებმა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს – კაცი გასულია;
3. რა ენერგიაც არჩევნებზე უნდა დაეხარჯათ, ახლა ვახარჯინებო.
ანუ, ახლა გავტეხავ წელში წინააღმდეგობას, დავასადგურებ ნიჰილიზმს და არჩევნებს გრიალით მოვიგებო;
4. ერთ სიბრტყეში ახსენა, სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერყევა უნდოდათ და არ გამოუვიდათო.
ესე იგი, მან ტოლობის ნიშანი დასვა მურუსიძის სასამართლოსა და ცესკოს შორის, რომლისგანაც ოპოზიცია გამოაგდეს. ამ კანონს რომ იღებდნენ და აშკარა რუსულ რელსებზე რომ გადადიოდნენ, ცხადია იცოდნენ რომ არჩევნებს აგებდნენ. ცესკოს სასამართლოსთან გათანაბრება ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გაუქმება უნდა. ანუ, არჩევნები ჩატარდება, მაგრამ დაწერს ნებისმიერ შედეგს;
5. რამდენჯერაც ღარიბაშვილი ახსენებს გამოსვლებში ივანიშვილს, ივანიშვილმა იმდენჯერ ახსენა “სუვერენიტეტი”.
აქ ორი ამბავია: ა) “სუვერენული დემოკრატია” პუტინის რუსეთში ვლადისლავ სურკოვის მიერ შექმნილი მმართველობის მოდელია. აი ის მოდელი, ახლა რომ არის რუსეთში. რუსეთში ძალიან კარგად გაიგეს რატომ ახსენა ამდენჯერ ივანიშვილმა “სუვერენიტეტი”; ბ) ნაციონალისტურ თრეშზე გაზრდილ ნახირს ჰგონია, რომ ამ შემთხვევაში “სუვერენიტეტი” რამე კარგს ნიშნავს;
ჩემი ყველა ყველაზე უარესი შიში დაანონსა, მისხალი არ დააკლო. რომ შევაჯამოთ, ეს ნიშნავს, რომ ვისაც თავისუფლება, ლიბერალური დემოკრატია და მედასავლეთეობა გვწადია, ჯერ გვაშიმშილებენ, თუ არ დავემონეთ გაგვყრიან, თუ არ წავედით დაგვიჭერენ. ეს საკმაოდ მალე მოხდება. რუსეთივით 15 წელი არ დასჭირდება ავტორიტარიზმის სრულ კონსოლიდაციას.
ამიტომ, ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება განუზრახავს, ვისაც არ უნდა ქვეყნის რუსეთზე ჩაბარების პასიური მოწმე იყოს, დასაკარგი აქ არაფერია: ან მე და რუსეთი, ან თქვენ და დასავლეთიო. პირდაპირ, ასე მჭახედ დააყენა საკითხი და თანაარსებობა გამორიცხა. ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის გადახვნა დაანონსდა. ყველაფერს ეშველება და აღდგება, მაგრამ ელიტების წმენდა ყველაზე აუნაზღაურებელი დანაკარგია – ქვეყანა მესამე სამყაროობისთვის, ჩამორჩენილობისთვის იწირება.
რადაც არ უნდა დაჯდეს, ესენი უნდა ამოვაძროთ სკამებიდან. თუ ვაგებთ ქვეყანას ვკარგავთ, აქ ცხოვრების უფლებას ვკარგავთ. მერე ვეღარ მოვიგებთ, თუ მოგებაა წელს უნდა მოვიგოთ. ამიტომ, მარცხის დაშვებაც არ შეიძლება, უნდა მოვიგოთ და აუცილებლად მოვიგებთ, even against all odds!” – წერს სოციალურ ქსელში  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ