შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები პოზიტიურად აფასებენ ს მუშაობას და ორგანიზაციის პროფესიონალიზმს.
პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთი დამკვირვებლის, „ევროპის დამკვირვებლის ქსელის“ რიგებში „ისფედის“ ყოფილი ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე მუშაობს, რომლის ორგანიზაციამაც 2020 წლის ს შემდეგ პარალელური დათვლის “ყალბი შედეგები გამოაქვეყნა”.
„ქალბატონი ელენე ნიჟარაძე ვითომ გადააყენეს და ამით დასაჯეს. რამდენიმე თვეში კი აღმოჩნდა ამ ორგანიზაციაში, თუ არ ვცდები მონტენეგროში არის მთავარი ოფისი. ამ ორგანიზაციას კი ზუსტად იგივე დონორი აფინანსებს, რომელიც „ისფედს“ აფინანსებს. აქაც სულელი არავინ არის. ასე რომ, აქაც თავს არავინ მოიტყუებს და დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში – მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა

გრიგოლ გეგელია – დიდთოვლობის დროს ვერ ვშველით ადამიანებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის კრახია – ქვეყანას მართავენ უგუნურები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ დაიცვან ჩვენი ცხოვრება