შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დავრწმუნდით, რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როცა გვარამიას შეწყალებაზე ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებს ვისმენდით და სალომე ზურაბიშვილს გარეთ დამნაშავე გამოაყვანინეს

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, ს სარჩელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა და ციხიდან მის გამოყვანას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა, რათა “ის რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი ყოფილიყო”.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც გვარამიას შეწყალებაზე ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდება ისმოდა.
“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან; შემდეგ ვნახეთ ს მიერ გვარამიას შეწყალება, მან ვერც კი გაბედა აეხსნა, რა იყო საფუძველი შეწყალებისა; ვნახეთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომელიც იწონებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც დეპოლარიზაციის ნაბიჯს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. არავითარი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო.
ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა და ალბათ, ახლა სტრასბურგის სასამართლოს “ვეტინგს” მოითხოვს და იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება, სასამართლოს გაყრიან და საკუთარ მოსამართლეებს მოიყვანენ, ეს ადამიანი გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს გარეთ.
ასევე დადასტურდა, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას,
მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა და მისი ციხიდან გამოყვანას ჰქონდა პოლიტიკური მოტივაცია, რათა ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი.
საბოლოოდ, ამ ძალებმა გააერთიანა ნიკა გვარამია და – ორი კრიმინალი, ორივე უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში უცხოეთიდან გვიმტკიცებდნენ, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოშვების ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს. ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, რა არის მათი დღის წესრიგი – თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ასევე იმ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების. ეს ჯერ კიდევ ჟურნალია, კინო წინაა. ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ქვეყანაში სიტუაციის არევა ჰქვია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ