შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ნების მატარებელი უკვე აღარ არის – ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ზეწოლით და კარნახით შეიწყალა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, დამოუკიდებელი არ არის ს შეწყალების საკითხში, რადგან ს შეწყალების დროს ყველამ ნახა, რომ ის უცხოელების კარნახით მოქმედებდა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისე მოიქცევა, როგორც „დავალებების გამცემლებისთვის“ იმ მომენტში იქნება ხელსაყრელი.
,,სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ნების მატარებელი უკვე აღარ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ზეწოლით და კარნახით შეიწყალა. მოსახლეობამ ნახა, რომ ამის შესახებ უცხოელებმა იცოდნენ, როგორც შემდეგ თავად აღიარეს. ამის შესახებ წინასწარ საქართველოს მოქალაქეებმა არ ვიცოდით. როგორც ეტყვიან და როგორც ამ დავალებების გამცემლებისთვის იმ მომენტში იქნება ხელსაყრელი, ზუსტად ისე მოიქცევა და არაფერი სხვა არ იქნება. მას დამოუკიდებელი ნება ასეთ გადაწყვეტილებებში არ აქვს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ