შალვა პაპუაშვილი – მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული.
მისი განცხადებით, საკითხი შეეხებოდა, სახელმწიფოსგან რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას.
„ჩვენ, სინამდვილეში, რასაც ვაკვირდებით და ამ მხრივ მედიის დაფარვასაც ვაკვირდებით, არის რამდენიმე მედია ჯგუფი, რომელიც ზუსტად დაინტერესებულია ლგბტ პროპაგანდით. ამიტომ ჩასაფრებულია ამ დისკუსიებში და ცდილობს კონტექსტიდან ამოგლეჯილად სიტყვები ერთმანეთს მიაწებოს იმისთვის, რომ შეებრძოლოს ამ კანონპროექტს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია. ჩვეულებრივი ლგბტ პროპაგანდის მეთოდებია გამოყენებული.
სინამდვილეში, საკითხი იყო აბსოლუტურად სხვა, კითხვა შეეხებოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას. დარბაზიდან იყო კითხვა ამასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ოჯახებში უზრუნველყოს, ერთი მხრივ, წაახალისოს მრავალშვილიანობა, მათ შორის, უშვილობის შემთხვევაში შესაბამისად დახმარება. ამ კონტექსტში იყო განხილული საკითხები. როგორც იცით დაინიცირებულია კანონპროექტი სუროგაციასთან დაკავშირებით და სუროგაციის კანონპროექტის ფარგლებში, ამ კონტექსტში იყო საუბარი, რომელიც აბსოლუტურად ამოგლეჯილია და რაც მთავარია, თემაც არ არის.
კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა, წინადადება იყო სხვანაირად ფორმულირებული, კითხვა იყო სხვა, პასუხი იყო სხვა და შინაარსობრივად იყო დამახინჯებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს