ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით

შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით

როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი , - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მას კითხეს თუ რატომ აკეთებს გიორგი გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.
მისივე განცხადებით, გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ადეიშვილის პროკურორია, რომელიც კვლავ ყველას დაჭერით და დაპატიმრებით იმუქრება.
„ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით. ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.