შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს – როგორც ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია

როგორც ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ მიკროფონი ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე “ლელოს” დეპუტატის ს შენიშვნას, რომ მისი მიკროფონი პარლამენტში გამოსვლის დროს ჩართული არ იყო.
„დაზუსტებისთვის, მიკროფონი მთელი ეს 15 წუთი იყო ჩართული, შეგიძლიათ შემდეგ ეთერში გადაამოწმოთ. აი, თქვენს წინ რომ მიკროფონი იყო ჩართული და ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ მიკროფონი ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა