„ამ კანონპროექტმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო გზაზე დააყენა“ — სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული პირველ მაისს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონის მხარდაჭერას.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი, მორიგი, ხისტი განცხადებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებსაც.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კრემლით ინსპირირებულ „უცხოეთის გავლენის“ კანონპროექტს, რომელსაც დღეს მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტში და ასევე მათ დასაცავად ოფიციალური თანამდებობის პირთა გავრცელებულ ცრუ ნარატივს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კანონის მიზანია გააჩუმოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ასრულებს მთავრობის კრიტიკული კონტროლის ფუნქციას, როგორც ეს ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ კანონპროექტმა და ქართული ოცნების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო გზაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში – რომელსაც ჩვენ ვაძლევდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების შესაძლებლობის გასაძლიერებლად – ფუნდამენტურად უთხრის ძირს ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ განვავითარეთ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა შეისმინონ. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს საშუალება, ისარგებლონ თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით,“ — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რა ხდება
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ