დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლიციის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში მომიტინგე სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“

-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ს განცხადებით, ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრების მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“.
ტრამპმა შეაქო სამართალდამცავები ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და „სითი კოლეჯის“ დაახლოებით 300 მომიტინგის დაკავებისთვის.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს გაბრაზებული შეშლილები და „ჰამასის“ თანამგრძნობები უწოდა.
აშშ-ში ღაზაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „რესპუბლიკელმა “კანონმდებლებმა ზოგიერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ანტისემიტური რიტორიკისა და შევიწროების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.

ასევე დაგაინტერესებთ