შავ ზღვაში დანაკარგების შემდეგ, რუსეთის ფლოტს ახალი მეთაური ჰყავს

ს საზღვაო ძალებს ახალი მეთაური, ადმირალი ალექსანდრე მოისეევი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია, 19 მარტს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა “ტასმა” და ‘”რიამ” გაავრცელეს. მოისეევი საზღვაო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.
მოისეევმა თანამდებობაზე ნიკოლაი ევმენოვი შეცვალა. ამ უკანასკნელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში 10 მარტს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც ტრადიციულად ყირიმში იყო განთავსებული, უკრაინის თავდასხმების მთელი სერიის შედეგად, დიდი დანაკარგები განიცადა.
2014 წლიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თავად მოსკოვს ევმენოვის გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
საინფორმაციო სააგენტო “რია” აქვეყნებს საზეიმო ცერემონიის ვიდეოს, სადაც ადმირალ მოისეევს საზღვაო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავენ. ცერემონია სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე, კრონშტატის პორტში გაიმართა.
ადმირალი მოისეევი ბირთვულ წყალქვეშა ნავზე 29 წლის მანძილზე მსახურებდა. მას ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ჯილდო, რუსეთის გმირის წოდება აქვს მიღებული. ის 2018 წელს შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მეთაური იყო.