ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ყველა ძაღლი, ახლა ქუჩის ჯოჯოხეთში რომ იტანჯება, უპასუხისმგებლო ადამიანის პასუხისმგებლობაა” – გიორგი კეკელიძე

7
მწერალი გიორგი კეკელიძე:
,,გახსოვდეთ:
ყველა ძაღლი, ახლა ქუჩის ჯოჯოხეთში რომ იტანჯება, უპასუხისმგებლო ადამიანის პასუხისმგებლობაა.
იმ ადამიანის უპასუხისმგებლობისთვის, დანარჩენმა უნდა ვაგოთ პასუხი, თუ ოდნავ იმაზე მეტი გვინდა ვიყოთ, ვიდრე ვართ.
დიახ, ჩვენ ადამიანებმა და არა ისევ ცხოველებმა.
ადამიანი, ვინც ძაღლის ნაცვლად ადამიანის დახმარებისკენ მოგიწოდებს, არასდროს დახმარებია სხვა ადამიანს. პირიქით – ხშირად გვინახავს. ერთის კეთება მეორეს არ აუქმებს.
არავინაა ,,ძაღლმადიდებელი”. აქაც პირიქით – ყველა ცოცხალი არსებისთვის ხელის გაწვდით ადამიანს ადიდებ საკუთარ თავში და ადამიანში ღვთიურს.
და ბოლოს – მშრალი განცხადებით მშრალზე ვერავინ გავა. ვერ იცხოვრებს ერთად ეს ორი ,,მშრალი”. უხერხული და უსიამოვნო ტავტოლოგიაა.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.