“ყველა ასაკში საოცრად ლამაზი…” – ია ფარულავა 33 წლის: კადრები არქივიდან – Marao

“ყველა ასაკში საოცრად ლამაზი…” – ია ფარულავა 33 წლის: კადრები არქივიდან – Marao
ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
ყველას კარგად ახსოვს 2013 წლის ფილმი „მანდარინები“, რომელიც “ოსკარის” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მანამ, სანამ ამ ფილმის მსახიობები დაჯილდოებაზე მოხვდებოდნენ, უფრო ადრე კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიას კიდევ ერთი ქართველი მსახიობი ესწრებოდა – 1997 წლის ამ საღამოს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო.
ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.
-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
გარდა კარიერული წარმატებისა, ია ფარულავამ ყურადღება სკანდალური განცხადებებითა თუ პირადი ცხოვრებითაც არაერთხელ მიიქცია. განსაკუთრებით ბევრს სუბრობდნენ მის აღიარებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა:
ია ფარულავა ჰოლივუდში – ქართველი მსახიობის მასტერკლასი უცხოელ სტუდენტებს და 1994 წელს გადაღებული ნაკლებად ცნობილი კადრები
“ერთი ადამიანის სიყვარული იყო ნამდვილი, რომლის გამოც 1998 წელს მე გავბედე და ამერიკიდან ჩამოვედი. მაშინ ხალხი ამ ქვეყნიდან გარბოდა, მე კი ჩამოვედი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ვიყავი და არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს. სხვაგან ფუფუნებაში ყოფნას ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ყოფნა, ვერ გავძლებ სხვაგან… არსად არ მაქვს ეს ნათქვამი, ს გამო ჩამოვედი საქართველოში. ძალით ჩამომიყვანა. ჩემს საქმროს უთხრა, ია ცოლად მომყავს და საქართველოში მიმყავსო. როგორც ყველა თავის ქალს, მეც ცუდად მომექცა… მიშაზე, როგორც პოლიტიკოსზე, მე ცუდს ვერ ვიტყვი; როგორც პიროვნებაზე, კი. მას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა” – თქვა ია ფარულავამ.
ია ფარულავა რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალია, ამაზე ყვეა თახმდება. „დიახ, მე ჩამოვედი საქართველოში, რომ მისი თვალები კიდევ მენახა…“ – ეს სიტყვები მსოფლიო ვარსკვლავმა, რობერტ დე ნირომ ია ფარულავაზე თქვა.
“დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო, ეგზოტიკური გარეგნობით, მაგრამ როგორც დედა – ტოქსიკური იყო” – რას იხსენებს ია ფარულავა წარსულიდან და როგორია მისი განვლილი გზა
“ეს იყო 2000 წელი…” – ამ სათაუით ია ფარულავამ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქევყნა. ვიდეოში ის 33 წლისაა და მართლაც შესანიშნავად გამოიყურება.

ასევე დაგაინტერესებთ

” ნიუ-იორკში დღს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია ნიუ-იორკში დღს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია ” – ნახეთ ნუკი კოშკელიშვილის ახალი ფოტოები მშვენიერ თეთრ კაბაში – Marao