ღარიბაშვილი: 29-ში დიდი შეკრება გაიმართება, სადემონსტრაციო შეკრება წინასაარჩევნოდ

რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი , მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ჩვენი გუნდის მიერ, რადგან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი, რომ გამართულიყო ასეთი შეკრება ჩვენი პარტიის.
ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება, აქ უჩვეულო არაფერი არ არის, პირიქით ჩვენ, კიდევ ერთხელ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე, გამოჩნდება ძალიან მალე სად დგას ქართველი ხალხი.
ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერად ხელისუფლების დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს ეხებოდა.