სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის მიღება ჩაშალა. ამჯერად ქართული ოცნება, რომელიც უფრო და უფრო აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან.
8 მაისის გამთენიისას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. რუსული სამყაროს ნარატივის იდეოლოგი, კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი წერდა. ამავე დღის ღამეს საქართველოში რამდენიმე ოპოზიციონერსა და აქტივისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.