ონიანი: ჩემს 14 წლის შვილს მიუვარდნენ, ფანჯრებზე, კარებზე უბრაგუნეს, შეურაცხყოფა მიაყენეს

ახალის წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, უცნობი პირები სახლში მიუვარდნენ, სადაც მისი 14 წლის შვილი მარტო იმყოფებოდა.
ოპოზიციონერის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თავად, ცოლთან ერთად დიმა ჩიქოვანის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდა.
“ორი დღეა მიმდინარეობს ეს შეურაცხმყოფელი ზარები და გინებები, როგორც ჩემზე, ასევე, ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონებზე. დღეს როცა გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი ცემეს წავედით საავადმყოფოში მე და ჩემი მეუღლე და სახლში დარჩა 14 წლის ჩემი შვილი. სუს-მა რომ გაიგო, რომ უფროსები არ ვიყავით სახლში, მოუვარდა ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა, ეს არის, რაც შერჩენია ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე, რაც შეიძლება გააკეთოს და სამწუხაროდ აკეთებს”, – თქვა ონიანმა ფორმულასთან.
დღეს თავს დაესხნენ თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესა და გია ჯაფარიძეს.