ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
„მეეზოვის დღე მივულოცეთ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს. რთული და საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ ამ ადამიანებს – მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის სისუფთავე და იერსახე. ისინი ყველაზე ადრე იწყებენ საქმიანობას და ყველაზე გვიან ამთავრებენ. ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად „სპეცსერვისების“ 400-ამდე თანამშრომელი ზრუნავს.
ახლა, როცა ქუთაისში მიმდინარეობას ეკო სმარტ ქალაქის ტრანსფორმაციის პროექტი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქში სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნას და ამ პროცესში დასუფთავების სფეროს წარმომადგენლების თანადგომა აუცილებელი პირობაა.
მადლობა მათ, ქალაქის მოვლასა და ზრუნვაში შეტანილი დიდი წვლილისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო