დაზიანებული სასაფლაო სოფელ წკერშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი29 მარტს, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდი ჩამოიშალა, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის, ორი საფლავი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლა თოვლის დნობამ გამოიწვია.
“ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფერდის გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება
კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას
პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით”. – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.