აღმოვაჩინეთ, რომ ერთ მხარეს ვდგავართ – ვაშინგტონში ლიბან-ისრაელის მოლაპარაკებები გაიმართა

ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის გამართული ისტორიული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლაიტერმა ლიბანელი კოლეგები შეაქო, რადგან მათ, ჰეზბოლას ზეწოლის მიუხედავად, პროცესში მონაწილეობა მიიღეს.
“დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ერთსა და იმავე მხარეს ვდგავართ. ეს არის ყველაზე პოზიტიური შედეგი, რაც შეგვეძლო ამ შეხვედრიდან გამოგვეტანა. ორივე მხარე ერთიანები ვართ ლიბანის გათავისუფლებაში ოკუპანტი ძალისგან, რომელსაც ირანი მართავს და რომელსაც ჰქვია ჰეზბოლა.” – თქვა ლაიტერმა.
“ლიბანის მთავრობამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი აღარ იქნებიან ჰეზბოლასა და ირანის მიერ ოკუპირებული. ირანი დასუსტებულია, ჰეზბოლა კი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული.” – თქვა ისრაელის წარმომადგენელმა.
მოლაპარაკებები ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. -ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ ეს არის “პროცესი და არა ერთჯერადი მოვლენა”. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებით “ძალიან კმაყოფილია”.
“ეს ისტორიული შესაძლებლობაა. ჩვენ გვესმის, რომ ვმუშაობთ ათწლეულების ისტორიისა და სირთულეების წინააღმდეგ, რომლებიც სწრაფად ვერ გადაწყდება.” – თქვა რუბიომ.
ლიბანის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, მნიშვნელოვანი გავლენები აქვს ირანის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ და ტერორისტულ მოძრაობა ჰეზბოლას. ლიბანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციას სწორედ მათ წინააღმდეგ ატარებს.