ქეთი ქურდოვანიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ნაცების ადგილი არ არისო …

“იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე სტუდენტებს ტელეეთერიდან ემუქრება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ნაცების ადგილი არ არისო, ველოდები საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ამ განცხადებების შეფასებას. ასევე, პროფესორ-მასწავლებლების პროტესტს.
ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სამარცხვინო, როდესაც გროშებად ქცეული ხელფასის გამო პირში წყალს იგუბებ.
ჩემი სოლიდარობა ქართველ სტუდენტებს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე .

ასევე დაგაინტერესებთ