არჩილ გამზარდია: ახალ თაობას პირიქით უნდა ვასწავლოთ, რომ ავტორიტეტებს არ უყურონ ბრმად და საკუთარი ცნობიერების, მცოდნეთა კრიტიკული გადააზრების და სინდისის მიხედვით იფიქრონ

“მე რომ ვიყო – როგორი მექნებოდა ყოველდღიურობა? ვარჯიში, ვარჯიში, ოჯახი, მეგობრები, საქმიანობრივი აქტივობა, ვარჯიში.
როდესაც 24 საათი ვვარჯიშობ და ვემზადები თამაშებისთვის.
ამ დროს…
ჩემი ქვეყნიდან ითხოვენ ჩემს პოზიციას იმაზე, რაც არ მესმის, რაზეც აზრი არ მაქვს, არ გავრკვეულვარ, არც შესაბამისი ცოდნა მაქვს.
უბრალოდ, არ ვიცი, რა აზრი უნდა მქონდეს, არ მესმის, არ ვიცი და რა ვქნა.
შესაძლოა, ისიც არ მესმის, რატომ ვარ მე ავტორიტეტი სხვებისთვის იმაში, რაშიც ბევრი არაფერი გამეგება, რატომ უნდა განსაზღვროს ჩემმა აზრმა.
თბილისში რომ ვცხოვრობდე, მეტს მივხვდებოდი, მეტს შევიგრძნობდი, არავინ ეცდებოდა ადვილად ჩემს დათანხმებას, რაღაცას ჩემითაც მივხვდებოდი და საკუთარი აზრიც შემექმნებოდა.
მაგრამ, დისტანციურად, როდის ვისწავლო ის ყველაფერი, რომელიც არც მაინტერესებს, არც მცალია და არც შემიძლია, დავანებო ვარჯიშს და თამაშს თავი თუ?
ან რომც შევძლო, რატომ უნდა წყვეტდეს ჩემი აზრი თქვენს პოზიციას, როდესაც მე ამბიცია მხოლოდ ფეხბურთში მაქვს, იქაც ჯერ ხანგრძლივი გზა მაქვს ავტორიტეტობამდე.
ჰო… მე რომ ხვიჩა კვარაცხელია ვიყო, მართლა ვერ მივხვდებოდი ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე რას ითხოვენ ჩემგან. მაქსიმუმ რაღაც გულწრფელი დამეწერა.
ჰოდა, დაწერა.
და იქნებ დავანებოთ ჩვენს სნობიზმს თავი მართლაც, როდესაც ვტენოთ განმსაზღვრელ ფაქტორად ის ადამიანები, ვისაც არ ესმის და ვისაც რაღაც ესმის, იმას კი არ ვუსმინოთ.
ახალ თაობას პირიქით უნდა ვასწავლოთ, რომ ავტორიტეტებს არ უყურონ ბრმად და საკუთარი ცნობიერების, მცოდნეთა კრიტიკული გადააზრების და სინდისის მიხედვით იფიქრონ და არა გაუგებარი ბაძვით.
პ.ს. დამატება სტატუსში:
კომუნიკაციის და გამოხმაურების შედეგად, კომენტატორების ერთ შენიშვნას ნამდვილად ვიზიარებ, დარბევის შეფასების ნაწილს, ნებისმიერი მოქალაქისგან იმსახურებს სოლიდარობას დარბეული ახალგაზრდები, ვინც მათ ეთანხმება, ვინც მათ არ ეთანხმება და ვინც საერთოდ არაფერში აზრზე არ არის.
აქ პოსტი უფრო მსოფლმხედველობრივ თემებზე სნობიზმს მოიცავდა და ეგ ასპექტი უნდა აღმენიშნა, მართალი ხართ და ამ შენიშვნას ვიღებ, შემაქვს ჩასწორებას სტატუსშიც” – წერს სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ