არქივი28 აპრილი, 2024, 11:23
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს.
მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ტარდება.
სხდომას "ქართული ოცნების" ლიდერები ესწრებიან. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გაკეთდება.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” გეგმავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.