„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ლოტკინისა და ძველი ნაძალადევის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ლოტკინისა და ძველი ნაძალადევის მოსახლეობას ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის, გარეჯის, ლაითურის, ახტალისა და ბახმაროს ქუჩის მცხოვრებლებთან. ამის შესახებ ინფორამაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„მშვიდობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის დახვეწა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რაზეც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნება“. ეს არის ჩვენი გუნდის ძირითადი მიზნები. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა სწორედ ამ მიზნების რეალიზებისკენ გადადგამს დიდ ნაბიჯს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
პრესსმასახურის ინფორმაციით, შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.