ქართველი ქომაგები პორტუგალიასთან გამარჯვებას ზეიმობენ

ქართველი გულშემატკივარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს.
საქართველოს ქალაქებში ხალხი ქუჩაშია გამოსული და სიგნალებით, შეძახილებითა და ტაშით ერთმანეთს ულოცავენ საქართველოს გამარჯვებას პორტუგალიის ნაკრებთან.
გერმანიაში მიმდინარე მატჩს ქართველი გულშემატკივრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის საშუალებით უყურებდნენ.
„საქართველოს გაუმარჯოს“; „ზღაპრის ბოლო კეთილია“ , – სკანდირებენ გულშემატკივრები.
გარეთ გამოსული ქომაგები აცხადებენ, რომ სახლში წასვლას ჯერ არ აპირებენ და ეს გამარჯვება ერთად უნდა აღნიშნონ.
საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალზე საგზური მოიპოვა. შემდეგი მატჩი ეროვნულ ნაკრებს 30 ივნისს ესპანეთთან ელის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს