ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია –

თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის გამარჯვებულია. მან ეს პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში – ქალი ლიდერები IT სფეროში მიიღო.
ეს ჯილდო ენიჭებათ ქალ ლიდერებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ IT სფეროს განვითარებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პროფესიონალებს, რომელთა ძლიერი ლიდერული თვისებები ეხმარება სფეროსა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციას.
The Info-Tech Awards აღნიშნავს იმ ლიდერების წვლილს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს ამოცანებს არგებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ინიციატივებს, მუდმივად ნერგავენ ინოვაციებს და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ მაღალი სტანდარტებით.
წლევანდელი გამარჯვებულები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ, ასობით კანდიდატს შორის გამოარჩიეს: “ეს კატეგორია აღნიშნავს ქალი ლიდერების წვლილს IT სფეროში, რომელთა ხედვა და საქმისადმი მიდგომა ქმნის გაზომვად პროგრესს ინოვაციაში, ინკლუზიასა და ორგანიზაციულ პერფორმანსში.
“ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს, რადგან სტრატეგიული ლიდერობის მეშვეობით, აძლიერებენ საკუთარ ორგანიზაციებს და გზას უკვალავენ IT სფეროს ლიდერების ახალ თაობას. თითოეული მათგანი არის იმის მაგალითი, რომ ინკლუზიური ლიდერობა აფორმირებს IT-ს მომავალს” – განაცხადა ტომ ზეჰრენმა, Info-Tech Research Group-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა.
გოგუცა გელაშვილი: “ქალი ლიდერების მომავალ თაობას ვურჩევ, საქმეში მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარ თავშივე იპოვონ გამბედაობა. იმისთვის, რომ გახდე ძლიერი ლიდერი, საჭიროა გადალახო უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა; არ შეშინდეთ და შეხედეთ მას, როგორც ღირებულ გამოცდილებას.
უპირველესად, საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯერონ. როგორც კი ამას შეძლებენ, სხვებსაც მარტივად დააჯერებენ. შემდეგ კი, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება.”
დაჯილდოების ორგანიზატორი – Info-Tech Research Group 30 წელზე მეტია მსოფილიოს ლიდერი კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციაა და მოიცავს 30,000-ზე მეტ საერთაშორისო კლიენტს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს